LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად ვართ, დავეხმაროთ იქ მყოფ მოსახლეობას” – COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა აფხაზეთში

104
BeFunky-collage (1)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ 19“-ით პირის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს. მინისტრის თქმით, დაინფიცირება მოსალოდნელი იყო.

“ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა არსებობდა და არსებობს ალბათობა, რომ იყოს სხვა შემთხვევებიც. ჩვენი მზაობა ძალაში არის, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელსაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ადგილზე მოხერხდება ყველა იმ პროტოკოლის დაცვა, რითაც ასეთ შემთხვევებში ცდილობენ რომ შეაკავონ უკვე გავრცელება, დაადგინონ კლასტერი, კონტაქტები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.

დღეს, 7 აპრილს აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. პაციენტი გაგრაში მცხოვრები 57 წლის კაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე მიმოსვლას 20 აპრილამდე კრძალავს.

შეზღუდვა ეხება ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ფსოუზე გადაადგილების უფლება მიეცემათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს და სატვირთოს მძღოლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g