LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მივცეთ, თუ მათ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

152
1082842672_017030091877_600x0_80_0_0_ef80de7df5222c4f2cf4075439085bce

„მზად ვართ მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მივცეთ, თუ რუსებს უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან“, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთი „ნებისმიერ მომენტში მზად არის“ გამოაცხადოს „ჰუმანიტარული პაუზა“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში, თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს. “, – აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს გადაიყვანენ უკრაინის ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „ევაკუირებულების შეხედულებისამებრ“, ჩაბარებულ უკრაინელ ჯარისკაცებს კი სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ.

mazda magti 5g