LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზე გააქტიურდა, 13–14 ივლისს დედამიწაზე ძლიერი გეომაგნიტური შტორმებია მოსალოდნელი | რას ამბობს გიორგი ფხაკაძე? – „იყავით ინფრმირებული და არა შეშინებული“

630
-2022-04-26_22-15-10_012978

მზე გააქტიურდა – 13–14 ივლისს დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური ბურები ელოდება – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე?

პროფეორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს და ხვალ დედამიწას ძლიერი გეომაგნიკური ბურები ელოდება.

ინფრომაციაში აღნიშნულია, რომ მზე უკიდურესად გააქტიურდა და სპეციალისტების განცხადებით, 13–14 ივლისს მოსალოდნელია მისი პირდაპირი ზემოქმედება დედამიწაზე, რაც დამატებით ზეწოლას მოახდენს პლანეტის მაგნიტურ ველზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებას ავრცელებს, რომლის ინფორმაციით, ამ დღეებში მაღალ დონეზე დაფიქსირდება გეომაგნიტური ბურები — რაც შესაძლოა, განსაკუთრებულად აისახოს მგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„კორონალური ხვრელი, რომელიც ამ დროისთვის მზის ზედაპირზე ზედა ნაწილშია, მოძრაობს დედამიწის მიმართულებით. 13 ივლისიდან უკვე შეიძლება ველოდოთ მზის პლაზმის დარტყმას დედამიწის მაგნიტურ ველზე“, განმარტავს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, მოსალოდნელი მზის აქტივობა შეიძლება განსაკუთრებით გავლენას ახდენდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე.

„შეამცირეთ ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მოერიდეთ გადაღლას და უძილობას, მიიღეთ საკმარისი წყალი და ყურადღება მიაქციეთ წნევას, ქრონიკული პაციენტები – მიიღეთ პრევენციული მედიკამენტები და იყავით ექიმთან კონტაქტზე, არ დაგეგმოთ ხანგრძლივი მგზავრობა თუ თავს ცუდად გრძნობთ და რაც მთავარია, იყავით ინფორმირებული და არა შეშინებული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g