LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელი დასკვნით სიტყვას 4 აგვისტოს იტყვის

144
მზია ამაღლობელი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დასკვნით სიტყვას 4 აგვისტოს იტყვის.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის თხოვნის შემდეგ მიიღო.

მზია ამაღლობელის თქმით, საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდება.

„ვფიქრობდი, რომ ამ საბოლოო სიტყვაში გამოვხატავდი ჩემს სათქმელს. დღევანდელ დღეს, როცა მოსმენაშიც ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, საბოლოო სიტყვისთვის ჩაინიშნოს ცალკე პროცესი, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო. მით უფრო წინა სხდომაზე ბატონმა პროკურორმა თქვა, რომ კითხვები თუ გაქვთ, მზად ვარ მოგისმინოთო”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g