LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელის განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს – აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს“ – ადვოკატი

139
მზია ამაღლობელი

„დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია“, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

„ვიზუალური დაკვირვებითა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მისივე განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს, ამ ეტაპზე არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას.

როგორც თავად აცხადებს, აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს“, – განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g