LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო“ – საია-ს თავმჯდომარე

133
მზია ამაღლობელი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო“ – ნონა ქურდოვანიძე

აღნიშნულ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული უარი სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს დაემატება.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი.

ქართული სასამართლო სისტემა დემონსტრაციულად ამბობს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. ეს უარიც დაემატება იმ საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება“, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო დაუშვებლად მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების…

Posted by Nona Kurdovanidze on ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2025

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმა 12 თებერვალს, პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 38 დღის შემდეგ, გუშინ, 18 თებერვალს შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g