ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
მზია ამაღლობელი: „ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“
როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია.
„მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა შიმშილობს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც 11 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, დღეს, 14 იანვარს, ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი მუშაობას აჩერებენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“