LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზის ამოსვლა უთვალავჯერ გენახოს..“ – ბელა ალანიამ იუბილარ მეუღლეს ლექსი მიუძღვნა

182
შალვა-ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იუბილარია. შალვა ნათელაშვილს იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტითა და ლექსით ულოცავს მეუღლე, ბელა ალანია.

„გილოცავ შენს დღეს! მზის ამოსვლა უთვალავჯერ გენახოს…?

გაცნობის დღიდან ვაშენეთ სახლი,

სულის ფაქიზი ფთილები ვზიდეთ,

ვმარგლავდით ყანას და ვენახს ვსხლავდით,

მზისფერი ედოთ ჭალებში ზვინებს…

ჩვენ უფლის თვალი დაგვმზერდა მაღლით,

ელავდა ჩვენი სამყაროს კიდე.

ვცხოვრობდით სხვისთვის უხილავ დროში,

ჩვენთვის რომ მუდამ ხილული იყო,

მაშინაც, როცა გვსუსხავდა თოში,

მისხლით ნაზომი გვკმაროდა სითბო

და ზოგჯერ, როცა ვიყავით შორით,

ერთსულ და ერთხორც ვიყავით თითქოს!..

შემოვაქსოვე ჯავშანი ლოცვის,

ავი თვალისგან დასაცავ ფუძეს,

მე ვიყავ შენი მზისფერი ცოლი, შენ იყავ ჩემი ურყევი ზღუდე!..

ჩვენ უფლის თვალი დაგვმზერდა მაღლით,

იცავდა ჩვენს ჭერს და ციცქნა ბუდეს.

ჩვენს სამკალს ვმკიდით, ჩვენს სახნავს ვხნავდით,

არც არვის ჯიბრით, არც ვის ჯინაზე,

გაფანტა ქარმა კვამლი და ბოლი,

განვლილი გზები ბინდშიც ბრწყინავენ…

ჩვენ ავაშენეთ ოცნების სახლი,

შიგ სიყვარულიც დავაბინავეთ!..

სიყვარული დავაბინავეთ

 

გილოცავ შენს დღეს! Shalva Natelashvili
მზის ამოსვლა უთვალავჯერ გენახოს…?
***
გაცნობის დღიდან ვაშენეთ სახლი,
სულის…

Posted by Bela Alania on Thursday, February 16, 2023

 

შალვა ნათელაშვილის ემოციური მილოცვა იუბილარ მეუღლეს და მორიგი ვიდეო „ტიკ-ტოკზე“ – „ულამაზესი ქალბატონია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები