LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის დადებითი და უარყოფითი მხარეები – სილამაზის აკადემია

146
დაკო-სუდაძე

მზის დადებითი და უარყოფითი მხარეები  – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა დაკო სუდაძემ ისაუბრა.

რა დადებით გავლენას ახდენს მზე ადამიანის ორგანიზმზე და კანზე?

მზე არის ენდორფინების წყარო, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, არის დ ვიტამინის წყარო, მისი ზომიერი რაოდენობა დადებითად მოქმედებს რიგ ქრონიკულ დერმატოზებზე.

აქვს თუ არა მავნე ზემოქმედება გარუჯვას?

გარკვეული კანის დაავადებების დროს გარუჯვა საერთოდ არ შეიძლება, გარუჯვის დროს იზრდება კანის კიბოს მათ შორის მელანომის რისკი, ქვეითდება კანის იმუნიტეტი და იზრდება კანის ინფექციური დაავადებების, ქრონიკული დერმატოზების განვითარების რისკი, ასევე ხშირია კანის არადოზირებული გარუჯვის დროს მზით დამწვრობა (ამ უკანასკნელის სიმძიმე დამოკიდებულია გარუჯვის პერიოდსა და ინტენსივობაზე).

რა სიმპტომებით ვლინდება მზით დამწვრობა?

მსუბუქად გამოხატული მზით დამწვრობისას ვლინდება კანის სიწითლე (ჰიპერემია), მტკივნეულობა, შეშუპება, უფრო ძლიერი დამწვრობისას ხდება კანზე სითხოვანი ბუშტების განვითარება, ასევე ზოგადი სიმპტომები: ციებ-ცხელება, გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება, თავის ტკივილი…

რა პრევენციული ღონისძიებებია მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად?

უნდა გაირუჯოთ დილით 9-დან 11-მდე და საღამოს 5-ის მერე, აუცილებელია გამოიყენოთ ქოლგა, სათვალე, მზის დამცავი საცხები… მზის დამცავი საშუალება უნდა დაიტანოთ კანზე სახლიდან გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და მისი კვლავ გამოყენება უნდა მოხდეს გარკვეული პერიოდულობით. კანის ტიპის მიხედვით ხდება მზის დამცავი საშუალების ტექსტურის მორგება. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს მზის დამცავი ფაქტორი იგივე SPF, მას უნდა ჰქონდეს როგორც UVA, ასევე UVB დაცვა, ასე უნდა იყოს წყალგამძლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები