LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის მზადება იწყება

123

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროსა და ”მზის ენერგიის კომპანიას” შორის დადებული მემორანდუმი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბანსა და სოფელ კალინინის ტერიტორიაზე მზის პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, შემდგომში მისი მშენებლობის და ოპერირების მიზნით. საუბარია 50 მგვტ დადმგული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია 12 თვის განმავლობაში, გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენს.

”მზის ენერგიის კომპანია” Headwall Power International-ის წარმომადგენელია საქართველოში. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, Headwall Power International ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, დიდი გამოცდილება აქვს.

mazda magti 5g