დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, კლინიკაში დამწვრობით მისულ რამდენიმე პაციენტს მკურნალობა სტაციონარში დასჭირდა.
ქაშიბაძის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს მზით დამწვრობის შემთხვევები 10%-ითაა მომატებული.
“მზით დამწვრობა ბოლო წლებთან შედარებით მომატებულია სადღაც 10%-ით. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, დაახლოებით 200-მა მიიღო სერვისი, აქედან გარკვეულ რაოდენობას დაჭირდა სტაციონარული მკურნალობა”, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.
“11-17 საათამდე მოვერიდოთ მზეზე ხანგრძლივად დაყოვნებას და რუჯის მიღებისას აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები”,- განაცხადა ექიმმა.