LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაბეღლავი” წვენების ბიზნესში შევიდა

867

”ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანია ”წყალი მარგებელი” ავსტრიული ბრენდის ”რაუხის” წვენების წარმოებას იწყებს. ქარხანა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს, უკვე აშენებულია და ამჟამად საწარმოო ხაზის მონტაჟი მიმდინარეობს. ”ნაბეღლავის” ახალი ქარხანა ექსპლუატაციაში 2017 წლის პირველ ნახევარში შევა და არსებული პროდუქციის გარდა, ნატურალური წვენების წარმოებასაც უზრუნველყოფს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”რაუხის” წვენები ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე უკვე შემოდის, თუმცა მცირე რაოდენობით.
”შემოვიტანეთ ”რაუხის” რამდენიმე ბრენდი, მათ შორის: ”ჰეფი დეი”, ”ბრავო”, საბავშვო წვენები ”იპი” და სხვა. თითოეული ეს ბრენდი რამდენიმე შეფუთვით შემოდის. პროდუქცია სრულიად საქართველოს მასშტაბით დიდ სავაჭრო ქსელებში უკვე იყიდება, ფასები კი 2,50-დან 4 ლარამდე მერყეობს”, – განაცხადეს ”წყალი მარგებელში”.

მათივე ცნობით, ქართველი მომხმარებელი ავსტრიული ბრენდით უკვე დაინტერესდა. შესაბამისად, ”რაუხის” წვენებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც კომპანიაში განმარტეს, ახალი ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აღნიშნული ბრენდის იმპორტირებული წვენები ადგილობრივით სრულად ჩანაცვლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები