სკანდალი ჯოლი დეპისა და ემბერ ჰერდის გარშემო გრძელდება. ამ უკანასკნელის მტკიცებით, 21 მაისს მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა, რომლის შემდეგად მან განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა. თავისი სიმართლის დამტკიცება კი ჰერდმა ფოტოებით გადაწყვიტა.
ჟურნალმა People ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ემბერმა 2015 წლის დეკემბერში გადაიღო. ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ დეპი მაშინაც დაესხა მას თავს. ფოტოებზე ჩანს, რომ მას თვალი აქვს ჩალურჯებული და ტუჩი გახეთქილი.