LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალები“ კიდევ წამოყელყელავდნენ.. მივდივარ, აბა რას ვშვრები, დაინახონ რამდენი ვართ, რომ არ გულაობდნენ ჩვენს თავებზე“ – ქეთი დოლიძე 30 აპრილის აქციაზე

170
ქეთი დოლიძე

„გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ დიდი ხანია „ნაციონალები“ კიდევ წამოყელყელავდნენ“, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, მიდის თუ არა 30 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, ქეთი დოლიძემ აღნიშნა, რომ აქციაზე მიდის, რათა „ეს უბედურება რომ დამთავრდეს“.

„დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა, ამ მონაპოვარს არ დავთმობთ“ – ვატო შაქარიშვილი განმარტავს, რა მიზანს ემსახურება 30 აპრილის შეკრება

„რა თქმა უნდა, მივდივარ, აბა რას ვშვრები, ეს უბედურება რომ დამთავრდეს, ბოლოს და ბოლოს და „ნაციონალებმა“ რომ დაინახონ რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელყელაობის მერე აი, არ „გულაობდნენ“ ასე ჩვენს თავებზე, მეტი არაფერი.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, როგორც პარტია, იმდენი სიბინძურე და იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი 9 წლის მანძილზე, კიდევ ძალიან დიდხანს უთმენდა საქართველო მაგათ, მორჩა!“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ქეთი დოლიძემ.

ცნობისათვის, 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ გაიმართება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციის შესახებ ვიდეორგოლი, რომელშიც მსახიობებისა და მომღერლების ნაწილი განმარტავს, რა არის შეკრების მიზანი და რატომ მიდიან აქციაზე.

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს: „ჩემს შვილებს პოლიტიკასთან არაფერი აქვთ საერთო.. არ ვფიქრობ, სწორი იყოს მათი ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g