„ნაციონალურ მოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა, ეს ნიშნავს მათ სისუსტესა და მარცხს“, – ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს. მისივე თქმით, ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია.
„ნაცმოძრაობას“ უახლოეს დღეებში პარლამენტში შემოსვლა მოუწევს. ეს ნიშნავს, მათ სისუსტეს, მათ არათანმიმდევრულობას და მარცხს. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიკაცია, რომ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებს ინფორმაცია ჰქონდეს.
ყველაფერი დამოკიდებულია შესაბამის ოპოზიციურ პარტიებზე პარლამენტში შემოვლენ თუ არ შემოვლენ, მათი გადასაწყვეტია. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია ეს განაცხადა შარლ მიშელმა. ასევე მათზეა დამოკიდებული პარლამენტს შიგნით მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.