ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის შემოღების წინააღმდეგია.
როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაისვა, მეორე მოსმენით განსახილველი საკითხი არ არის.
ამავე კონტექსტში ბეჟაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი.
არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება