“ნაციონალური მოძრაობა” ღიმილისმომგვრელ მდგომარეობაშია, როცა ამბობს, რომ პარლამენტში შევალ და შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერო.” – პარტიის გადაწყვეტილებას “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აფასებს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მათი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსიც კი ეუბნებათ, რომ უხერხულია, რასაც აკეთებენ.
ელისაშვილი კოლეგებს ურჩევს, საკუთარ გულითად მეგობრებს მაინც უგდონ ყური:
“ნაციონალური მოძრაობა” ღიმილისმომგვრელ მდგომარეობაშია, როცა ამბობს, რომ პარლამენტში შევალ და ხელს არ მოვაწერო. მათი მეგობარი კუბილიუსიც კი ეუბნებათ, რომ უხერხულია, რასაც აკეთებთ და მაშინ ბოიკოტი რატომ გქონდათ გამოცხადებული ან პარლამენტში რატომ შედიხართო.
საკუთარ გულითად მეგობრებს მაინც უგდონ ყური. დილიდან საღამომდე ხალხის სამსახურია და გვინდა, აქ მათთვის გავაკეთოთ საქმე. პარლამენტში ამისთვის ვართ მომართულები და თუ ვინმეს აქვს მსგავსი სურვილი და აქ შოუებისთვის არ შემოდის, კი ბატონო.” – აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, 31 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო – პარტია პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების ტექსტსს ხელს არ აწერს.