LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს: ხატია დეკანოიძე

102
dekanoidzeimedi

19 აპრილის შეთანხმების ანულირებას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანება, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად აღიარა, ვერც პარტია „ქართული ოცნება,“ ვერც მისი გენერალური მდივანი კახა კალაძე ვერ უახლოვდებიან 43%-იან ზღვარს და რა თქმა უნდა, ისინი განწირულები არიან დამარცხებისთვის. სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად დაარღვია საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და შარლ მიშელი წინაშე დადებული პირობა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, დემოკრატია, ნატოში გაწევრიანება, არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ღიად და გულწრფელად, რომ ამ შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რა თქმა უნდა, მზად არის ყველაზე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა, დღეს ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად, ყოველწუთიერად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამ პრინციპული გადაწყვეტილებების შესახებ, ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რადგან ამ მედიაციაში, „ქართული ოცნების“ მიერ დადებულ პირობაში საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ზოგადად, ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ, რეალურად ჩართული იყვნენ აშშ, ევროპის კავშირი და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სურს, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ხელშეკრულებას ანულირებულად აცხადებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g