LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაციონალური მოძრაობა“ ორჯერ შემოვიდა პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნით, რომ მაგიდაზე ამხტარიყვნენ და დებოში მოეწყოთ: ირაკლი ქადაგიშვილი

55
ირაკლი ქადაგიშვილი

ორჯერ შემოვიდნენ პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო, რომ ამხტარიყვნენ მაგიდაზე და მოეწყოთ დებოში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს აღარაფერს ცვლის.

„თუ ანალოგიური გაგრძელება ექნება მათ პარლამენტში შემოსვლას, რაც იყო ისევ ის იქნება, თუ ოდნავ სერიოზულები იქნებიან, ოდნავ ოპოზიციის შინაარსს გაარკვევენ, გარდა რევოლუციური სცენარის განვითარებისა და უფრო კონსტრუქციულები იქნებიან, მაშინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის იქნება უკეთესი.” – აცხადებს ქადაგიშვილი

ქადაგიშვილის თქმით “ნაციონალური მოძრაობის” ორწლიანი პოლიტიკა მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატვი იყო, რამაც არა მხოლოდ აღნიშნული პარტია, არამედ მთლიანად ოპოზიცია დააზიანა.

“ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, რომ დაიბრუნოს თავისი სახე, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის გზა არაფრისკენ, „ტუპიკი“ არის სრულიად და გამომდინარე აქედან, „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს აღარაფერს აღარ ცვლის.” – აცხადებს ქადაგიშვილი.

მისი თქმით, რამდენადაც შეძლებენ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარი თავის პოვნას და საკუთარი ამომრჩევლის დაბრუნებას, “ეს იქნება ალბათ, მათი პირველი ამოცანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g