LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია-მსვლელობა რომელიც პარტიის ცენტრალური ოფისიდან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე დასრულდა

130
1

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მორიგი აქცია-მსვლელობა გამართეს. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.

ავტოკოლონებით მსვლელობა, რომელიც პარტიის ცენტრალური ოფისიდან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

ავტოკოლონებით მსვლელობა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

მსვლელობა გაიმართა ცესკო-დან გლდანის მიმართულებითაც.

დღევანდელი აქციის სამი მთავარი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

magti 5g