არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი.
“ვიდრე არ იქნება ნორმალური სასამართლო, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი” – აცხადებს ჯაფარიძე
მისი თქმით, ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილმა ნახევარი მსოფლიო მოიარა და არცერთი ქვეყანა არ ცნობს ჩინჩალაძის გადაწყვეტილებას.