LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა საერთოდ არაფერს ნიშნავს

42
შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან იგი ანულირებულია და ამ ხელმოწერას ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ სწორი იყო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ.

პაპუაშვილის განცხადებით, რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე, რეფორმების გატარების აუცილებლობას, აღნიშნული მიმართულებით ამ ფორმატში მუშაობა გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g