LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

103
-2-2021-02-19-10-00-44-026508

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება.

როგორც სხდომის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის წევრებმა განაცხადეს, ისინი ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე იმსჯელებენ და მასზე ხელმოწერის საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია, მათ შორის არის მართლმსაჯულების საკითხები და მომავალი არჩევნები.

დღეს, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწერონ;

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტია “გირჩის” წევრებმა;

შალვა ნათელაშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის ხაფანგი, რომელშიც არა მხოლოდ ოპოზიციის გაბმა, არამედ მთელი ერის გამომწყვდევაა გათვლილი.

 

magti 5g