LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს

119
xabeishvili

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

“უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს , – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აქციის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

,,მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ყველას, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევდივართ მეორე ტურებში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია 30 ოქტომბრის არჩევნები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ გამარჯვება და დავიხსნათ მესამე პრეზიდენტი. ასევე, რიგით ადამიანებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ სადამკვირვებლო მისიაში, თითოეული უბანი იქნება დასაცავი 20 ოლქში, სადაც ოპოზიცია არის მეორე ტურში, სოციალური ქსელებით მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია და ჩაერთეთ უბნების დაცვაში”,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g