LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“ – ჩოხატაურის მერი

177
ფორტუნა - 2023-09-03T203215.456

ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ მუნიციპალიტეტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ნოდარ დუმბაძის სკვერს რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში უტარდება.

 

ლევან ხაბეიშვილი: როცა ვლაპარაკობთ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ - მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

„როგორც საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იქ არანაირი ადგილი არ ჰქონია იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დახვდნენ და გაწევ-გამოწევა და შელაპარაკება იყო – მსგავს თემას იქ ადგილი არ ჰქონია.

ცილს გვწამებენ იმაში, რაც მათაც არ იციან. ჩვენ ვერც მჟავანაძეები გვასწავლიან ნოდარ დუმბაძის და ჩოხატაურის სიყვარულს და ვერც ვერავინ.

ჩვენ უფრო უკეთ ვიცით რა გავაკეთოთ და რა უნდა ვქნათ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში აბსოლუტურად მთელი ჩოხატაურის ცენტრი რეაბილიტაციის პროცესშია და ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ნოდარ დუმბაძის სკვერს და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს იმ ადგილს. ტყუილად არის ატეხილი აჟიოტაჟი, აცხადებენ, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, რომლის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g