“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულმა სამართალდამცველებმა პარტიის წევრი, აკაკი მინაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პრესსამსაუხის მიერ გავრცელებული პირდაპირი ჩართვიდან ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. სპეცრაზმი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ცდილობს. ოფისში იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მელიას მხარდამჭერები.
პრესსამსახურის ცნობით, აკაკი მინაშვილი სამართალდამცველებმა უკვე გათავისუფლეს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად შევიდნენ