LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა

Tina_Bokuchava_58788c6784bb8

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. ამის შესახებ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებსგანუცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, “მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად. ამას ვთავაზობთ ირაკლი კობახიძეს, მაგრამ არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, ამიტომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ნამდვილად ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას”.

“რედისონ ბლუ ივერიაში” ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

 

 

mazda magti 5g