LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცმოძრაობას“ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ტემპერატურა აადუღოს: მათიკაშვილი

60
დავით მათიკაშვილი

საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა არ აქვს, სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ტემპერატურა აადუღონ – ყველა მცდელობა, რომ ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეიტანონ საზოგადოებაში, წარუმატებელი იქნება. ეს მინდა ვუთხრა ოპოზიციას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საზოგადოების განწყობა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღქმა, ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდგმება ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვერ იგებს. ელექტორატში, საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან უნდათ და სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ ტემპერატურა აადუღონ, არსებული მოცემულობა გამოიყენონ თავის ვიწრო და დეგრადირებული პარტიული ინტერესებისთვის.

ეს აქციაც, კონკრეტული დაგეგმილი თავყრილობაც, ბაკურიანის გეგმის განხორციელებისთვის იქნება მიზანსწრაფულად გამოყენებული. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების განწყობა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღქმა და ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდგმება ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჩვენი საზოგადოების 85% მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას. ყველა მცდელობა, რომ ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეიტანონ საზოგადოებაში, წარუმატებელი იქნება. ეს მინდა ვუთხრა ოპოზიციას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g