LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობის” ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ

122

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ სააკაშვილი პარტიის უპირობო ლიდერია.

„პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, შესაბამისად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიხეილ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდა 50 ადამიანი, ერთმა თავი შეიკავა. 25/24-ის წინააღმდეგ კი იყო საბოლოო შედეგი. ამ შედეგით გაიმარჯვა ალტერნატიულმა ვარიანტმა. ყრილობა იქნება მრავალრიცხოვანი, იმ წესებით, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდით. პარტია არის ერთიანი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g