LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობის” გაერთიანებას სხვა პარტიებთან “რესპუბლიკელებმა”შეუშალეს ხელი – გიორგი ბარამიძე

169

კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ეროვნული ფორუმის“ „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო, ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა კოალიციიდან ალასანიას პარტიის გასვლის შემდეგ დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი, ვინც გაერთიანების წინააღმდეგ წავიდა, „რესპუბლიკური პარტია“ იყო.

„ამის თაობაზე მსჯელობა იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით და ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი, ყოველშემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები“. ოფიციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობდა, მაგრამ ამის საშუალება იყო“.

magti 5g