სტიქიიდან მეშვიდე დღეს ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ადგილზე ცოცხალი ძალის სახით მუშაობას სამაშველო სამსახური განაგრძობს, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს