LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკო: უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინი

49

უკვე ორი წელი ხდება, რაც უკრაინელი მფრინავი ნადია შევჩენკო რუს სამართალდამცავებს ჰყავთ დაკავებული. მის გათავისუფლებას აქტიურად ითხოვენ ევროპარლამენტსა და ამერიკის კონგრესში. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან კი მას მხარდაჭერის წერილებს უგზავნიან. 34 წლის სავჩენკომ 100 დღე იშიმშილა და ამის მიუხედავად წუთითაც არ უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის. დღეს მთელი მსფოლიო უკრაინელი ჯარისკაცი ჯეინის, ანუ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვს. სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშტეგი #freenadyasavchenko

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წლის 11 მაისს დაიბადა კიევში. ის ბავშვობიდან ოცნებობდა სამხედრო სამსახურზე. სკოლის დამთავრების შემდეგ დიზაინერის სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სავჩენკომ უკრაინის სამხედრო ძალებში კონტრაქტით დაიწყო მუშაობა. 2004-2005 წლებში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში. ერაყიდან დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრის რეკომენდაციით ხარკოვში, საჰარეო ძალების უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.

დონბასში ნადეჟდა სავჩენკო აიდარის ბატალიონში იბრძოდა. 2014 წლის 17 ივნისს ის რუსმა ბოევიკებმა დააკავეს. ამის შემდეგ მასზე დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ გოგონა ვორონეჟის საგამოძიებო სისტემაში ჰყავდათ დაკავებული. თავად სავჩენკო აცხადებს, რომ ის ძალადობით გაიყვანეს ქვეყნის ტერიტორიიდან. რუსეთის მთავრობა ნადიას უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს. ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტების მკვლელობის პერიოდში სავჩენკო დაკავებული იყო და ამას ადასტურებს ნადეჟდას დაკითხვის ვიდეო. 2015 წელს რუსეთის სამართალდამცავებმა მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. რუსეთის საზღვის უკანონო გადაკვეთა. ვორონეჟის სასამართლომ უარი უთხრა დაცვას აპელაციაზე და სავჩენკო მოსკოვში გადაიყავნეს, სადაც მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

2014 წლის 13 დეკემბერს ნადეჟდა სავჩენკომ უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის 74-ე დღეს მას მიმართა მუსტაფა ჯემილევმა, რომელმაც თავის დროე საბჭოთა ციხეში 303 დღე იშიმშილა. მან სთხოვა ნადიას შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან რუსეთი არაა ის ჰუმანური ქვეყანა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს რაიმე ფასი აქვს. თავის მხრივ ნადიამ საპასუხო წერილი მისწერა ჯემილევს, სადაცა განაცხადა, რომ იქამდე იშიმშილებდა, სანამ მას საკუთარ მიწაზე დაბრუნების საშუალება არ ექნებოდა.

11 მაისს ნადია სავჩენკო 34 წლის გახდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანია აქციები გაიმართა. მოსკოვში გამართული აქცია, კი სამართალდამცავებმა დაარბიეს. სავჩენკოს ადვოკატმა კი გამოაქვეყნა ნადიას წერილი, რომელიც მან  მხარდამჭერებისთვის დაწერა: „მთელი გულით მადლიერი ვარ, რომ ჩემს დაბადების დღეს მე არ ვიყავი მარტო. ასეთი დაბადების დღე მე ჯერ არ მქონია. მე არ ვგულისხმობ ციხეს. მე ჯერ არასოდეს მყოლია ამდენი მეგობარი, რომლებმაც ეს დღე დღესასწაულად მიქციეს. მადლობა რომ არ დამტოვეთ, მაგრამ მე ძალიან ვნერვიულობ თქვენზე, განსაკუთრებთ რუსებზე რუსეთში. მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ. ყველა ვინც ჩემს გამო იბრძოდა, მეც ვიბრძოლებ თქვენთვის. ვიბრძოლებ ისე, როგორც საკუთარი თავისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის“ – დაწერა ნადია სავჩენკომ თავის წერილში.

ნადია სავჩენკო არაა დაქორწინებული. მას ჰყავს მოხუცებული დედა, რომელიც ძალიან განიცდის შვილის მდგომარეობას. ნადიას სიმამაცისა და გმირობისთვის არაერთი საპატიო ჯილდო აქვს მიღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები