LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძვის ხის მორთვის მთავარი რჩევები დიზაინერ მაიკო ჯიმშელეიშვილისგან

1119
page

ახლოვდება ახალი წელი, მალე ნაძვის ხის დადგმის დროც დადგება და რასაკვირველია, არასდროს არის ზედმეტი საინტერესო რჩევები პროფესიონალებისგან ნაძვის ხის ტენდენციურად და ლამაზად გასაწყობად. ამ რჩევების მისაღებად ამჯერადფორტუნასდილის ეთერში მხატვარსა და დიზაინერ, მაიკო ჯიმშელეიშვილს მივმართეთ.

რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე, რა ჩავიცვათ, როგორი სუფრა გავაწყოთ და როგორ შევხვდეთ 2022 წელს – ნინა ხომერიკი გირჩევთ

მაიკო, სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, მოგვიყევით, ადრე იღვიძებთ თუ არა და მუსიკას რა როლის აქვს თქვენს ცხოვრებაში?

განწყობაზეა დამოკიდებული, მაქვს პერიოდები, როდესაც დილით ადრე ვიღვიძებ, ან შედარებით გვიან ვიწყებ დღეს. რაც შეეხება მუსიკას, ჩემი დღის განუყოფელი ნაწილია, ძალიან ხშირად ვუსმენ, სახლში, მანქანაში და თითქმის ყველგან ჩართული მაქვს.

თქვენი პროფესიის მიმართულებით, თუ გაქვთ რაიმე სიახლეები, ან სამომავლო გეგმები?

როგორც დიზაინერს, ამ ეტაპზე ნაკლებად მაქვს რაიმე სიახლე, თუმცა შარშან დავიწყე შოკოლადის წარმოება განსაკუთრებული დიზაინით.

წინასაშობაო და საახალწლო განწყობა ნელნელა შემოდის, ამიტომ ვისაუბროთ ნაძვის ხის მორთვაზე.თუ არის რაიმე ტენდენცია, რა რჩევებს მოგვცემდით ?

მე პირადად ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ყოველთვის ვთავაზობ მაღაზიაში ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს სიახლეებს და ვითვალისწინებ მსოფლიო ტრენდებსაც. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ნაძვის ხე უნდა იყოს ფერადი, უნდა იწვევდეს სიმყუდროვის შეგრძნებას. მე თავად კლასიკურ, ფერად მორთულობას ვანიჭებ უპირატესობას. ასევე, ნელ-ნელა შემოდის ტენდენცია ხელოვნური ნაძვის ხეების, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბუნებრივს, ასევე ძალიან პოპულარულია ძველი სათამაშოების გამოყენება, რომლებიც ყველას, ალბათ, ბავშვობას გვახსენებს და კარგ ემოციებს გვიღვიძებს, აქტუალურია ხელით შექმნილი სათამაშოებიც. რაც მთავარია, ყველა ადამიანმა თავისი გემოვნებით, სურვილის მიხედვით უნდა მორთოს ნაძვის ხე, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ და ზედმეტად არ გადავტვირთოთ ის.

თავად თუ გაქვს უკვე გადაწყვეტილი, როგორ მორთავთ ნაძვის ხეს? ყოველთვის განსხვავებულ სტილში გაქვთ მორთულობა, თუ ერთი კონკრეტული მიმართულება გაქვთ ამორჩეული?

ყოველ წელს ვცდილობ, სიახლე შევიტანო, ახალი სათამაშოების და სხვადასხვა მორთულობის კუთხით. თავადაც ვაკეთებ სათამაშოებს და სხვათა შორის, ძალიან დიდი მასალა არის ინტერნეტში ხელმისაწვდომი ამ თემასთან დაკავშირებით, ასე რომ, შეგიძლიათ თავადაც გამოიყენოთ და თქვენი დიზაინით შექმნათ სათამაშოები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები