LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაგავი კაცებისგან შორს!“ – დაკოტა ჯონსონის პირველი კომენტარი კრის მარტინთან განშორების შემდეგ

346
page

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ  დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ.  ინსაიდერის ცნობით, წყვილი კარიერულმა გზებმა და განსხვავებულმა პრიორიტეტებმა დააშორა.

„დაკოტა განადგურებულია ამით“ – ახალი დეტალები დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის შოკისმომგვრელი განშორების შესახებ

სულ ცოტა ხნის, დაკოტამ თავისი მომავალი ფილმის, „მატერიალისტის“ შესახებ ისაუბრა, მას თან თავისი კოლეგა, კრის ევანსი ახლდა. Today-ს რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მამაკაცებთან შეხვედრისგან შეიკავებდა რეალურ ცხოვრებაში თავს, ჯონსონმა უპასუხა:

„ნაგავი კაცებისგან შორს!“ – განაცხადა დაკოტამ და თავისი კოლეგისა და ჟურნალისტის სიცილიც გამოიწვია. აღნიშნულ პასუხზე მას თავადაც გაეცინა.

საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დაკოტამ ამ სიტყვებში სწორედ კრის მარტინი იგულისხმა.

„შურისძიების ლუქი“ – კრის მარტინთან განშორების შემდეგ, დაკოტა ჯონსონი პირველად გამოჩნდა – ცნობილა მიზეზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები