LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, Chevrolet-ისა და შლაგბაუმის უთანასწორო ბრძოლა (ვიდეო)

232
d79c55853ff41584b3daec19c1d4daf189273357

თითქოს რა უნდა იყოს მიწისქვეშა პარკინგიდან გამოსვლაზე უფრო მარტივი? როგორც აღმოჩნდა, ავტომატური შლაგბაუმი ზოგჯერ ნამდვილ წინაღობად  გადაიქცევა და მძღოლებს დიდ დისკომფორტსაც უქმნის.

ტრაგიკომიკური ინციდენტი ქალაქ სიმფეროპოლში მოხდა და მისი გადაღება საგზაო კამერამ შეძლო. ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ფასიან პარკინგს Chevrolet Lanos მიუახლოვდა. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მძღოლმა შლაგბაუმს ბარათი მიადო და სედანიც დაიძრა. უცებ კი რაღაც აირია და Chevrolet გაჩერდა.

შეიძლება ავტომობილს ძრავი გაუჩერდა ან  მძღოლმა უბრალოდ უკან, პარკინგზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, შლაგბაუმს მისი გაშვება არ სურდა და ამ ბრძოლაში ავტომობილს ფანჯრები ჩაემტვრა.

მძღოლმა გაქცევა გადაწყვიტა და სიჩქარეში შლაგბაუმის ნაწილიც თან გააყოლა. თუმცა, მისდა სამწუხაროდ კამერამ სანომრე ნიშნის გადაღება შეძლო, ასე რომ პასუხისმგებლობას ის ვერად გაექცევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g