LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ დათოვილი ნაძვები და ზამთრის ულამაზესი გზა ბაკურიანში, რომელსაც „კუკუშკა“ გადის (ვიდეოები)

1079
bakuriani

ქართული ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის ე.წ კუკუშკას ამსახველი ორი ვიდეორგოლი ვრცელდება. ერთ მათგანს უცხოელი ტურისტი ვინმე NICK SMOORF-ი ავრცელებს, მეორეს ავტორი კი ქართველი გიორგი ბარბაქაძეა.

ვიდეორგოლები გუშინ დილითაა გადაღებული და ასახავს “კუკუშკას” გადაადგილებას ბორჯომიდან-ბაკურიანისკენ. დათოვილი ნაძვები, ლიანდაგები და ზამთრის მშვიდი დილა – ეს ის არის, რაც ამ სეზონის მოყვარულებს ნამდვილ სიმშვიდეს მიანიჭებს.

ცნობისთვის, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. საუკუნეზე მეტია, ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზაზე მცირე ზომის მატარებელს მგზავრები ბორჯომიდან ბაკურიანში გადაჰყავს. ამ მატარებელს ყველა „კუკუშკად“ იცნობს.

ბორჯომ–ბაკურიანის მონაკვეთზე სარკინიგზო გზის ისტორია 1890–იან წლებიდან იწყება. 1871 წელს ბორჯომის ხეობის მფლობელი მიხეილ რომანოვი გახდა და მამულში დიდი ცვლილებები დაიწყო. მაშინ მან ცხოველების ფერმა ბორჯომიდან ციხისჯვარში გადაიტანა, ამიტომ აქ სხვადასხვა საჭირო ნივთისა და საკვების გადასატანად, ასევე, სამომავლოდ ხე–ტყის სწრაფი გადაზიდვისა და მისივე სასახლის საპატიო სტუმრების მდიდარ ბუნებაში გასეირნების მიზნით სარკინიგზო გზის გაყვანა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ პირველი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით 1902 წლის იანვარში გავიდა. მისი ძრავის სპეციფიკური ხმის გამო, ადგილობრივებმა მატარებელს „კუკუშკა“ დაარქვეს, რაც ქართულად გუგულს ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები