ჩინეთმა იმპორტული ნაწარმისა და სერვისების გამოფენას უმასპინძლა და ერთ-ერთი მთავარი ექსპონანტი სედანი Aurus გახდა.
ავტომობილი წარმოადგენს პროტოტიპს, რომლის ნახევარიც მზა მანქანას წარმოადგენს, მეორე ნახევარი კი იმას აჩვენებს თუ როგორი იყო Aurus Senat აწყობის პროცესში.
გამოფენაში 15 ქვეყანა მონაწილეობდა და თითოეულმა მათგანმა საინტერესო ნაწარმი წარადგინა.
რაც შეეხება კომპანია Aurus-ს, ის არასდროს მალავდა რომ ჩინური ბაზარი მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ამ ფაქტის აღსანიშნავად მწარმოებელმა პირველი სადილერო ცენტრიც გახსნა.
ამასთან, ბრენდმა ისიც დააანონსა, რომ ავტომობილი მისი ერთადერთი პროფილი არ იქნება და მომავალში – იახტების, მატარებლების, უპილოტოების და საიუვილერო ნაწარმის შექმნასაც გეგმავს.
