უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური და ისტორიული მნიშვნელობის კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები.
„კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ და „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულეს მუშაობა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე.
დასრულდა მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების და ობსერვატორიის რეაბილიტაცია. ობსერვატორია მალე კვლევითი დანიშნულების გარდა, ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს – დიდი ტელესკოპის შენობაში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა. განახლდა 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა.
მიმდინარეობს აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის და ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია.
კურორტის უნიკალური ეკო სისტემის შენარჩუნების მიზნით, იგეგმება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. ამასთან, მუშავდება აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი.
თუ როგორ იქმნებოდა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა, რომლებშიც დაცულია მწვანე სივრცეებისა და საინვესტიციოდ მიმზიდველი ურბანული ადგილების ბალანსი, იხილეთ „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ფილმში :