LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, Lamborghini Urus, რომელიც მთლიანად ბეწვითაა დაფარული

51
kimkardashiancar (2)

ამერიკელი სელებრითი კიმ კარდაშიანი საკმაოდ უცნაური სპორტქარის მფლობელია. ფოტომოდელმა გაავრცელა კადრები, სადაც ცხვრის ბეწვით დაფარული Lamborghini Urus–ია ასახული. მოდელის დიზაინისთვის ბეწვი არ დაიშურეს და ხელუხლებელი მხოლოდ ფანჯრები, საბურავები, მოწყობილობათა პანელი და რამდენიმე დეტალი თუ დარჩა. უჩვეულო ფუმფულა urus – კიმის ტანსაცმლის ბრენდის სარეკლამო კამპანიის ნაწილია.

კარდაშიანი „ბეწვიან“ სპორტქართან ფოტოსესიის დროს თავადაც ბეწვეულში იყო გამოწყობილი. ახალი „კომფორტული“ კოლექციის გაყიდვა დღეიდან დაიწყება და urus კალიფორნიაში მდებარე ერთ–ერთ ბუტიკთან მყიდველებს მიიზიდავს.

ფუმფულა Lamborghini Urus ეპატაჟურად გამოიყურება და კარდაშიანის წარმოებაც ყურადღების ცენტრში მოექცა. უფრო მეტიც, ასეთ ავტომობილს შეუძლია რომ საერთო მოხმარების გზებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები