LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი

156
page

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი, LignoSat-ი შექმნეს. იგი LignoSat-ი მაგნოლიის ხისგან არის დამზადებული.

მეცნიერების თქმით, ხის კოსმოსური თანამგზავრით რესურსები დაიზოგება და გარემოზე მავნე ზემოქმედება შემცირდება.

იაპონელი ასტრონავტები LignoSat-ს ორბიტაზე წლევანდელ ზაფხულს გაუშვებენ. მას ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგების ხომალდი, Orbital Sciences Cygnus ან რაკეტა, SpaceX Dragon გაიყვანს.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები