ქსელში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც პირველი სერიის BMW გადაღებული. მოდელი პლატფორმა UKL2-ზეა აგებული და მთლიანად ახალი ტექნოლოგიებითაა შექმნილი. ახალ სისტემაზე გადასვლამ ავტომობილს გაბარიტების შენარჩუნების და სალონში სივრცის გაზრდის საშუალება მისცა. როგორც გავრცელებული კადრიდან ჩანს, სიახლე ლეგენდარულ მესამე სერიის BMW-ს გავს.
რაც შეეხება მოდიფიკაციის ტექნიკურ მახასიათებლებს, ის ორი ლიტრის მოცულობის ტურბოძრავ X2 M35-ს მიიღებს. აგრეგატს 306 ცხენის ძალის განვითარების საშუალება ექნება და 8 დიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.


