LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ გამოიყურება BMW–ს ოთხკარიანი „რვიანი“

420
bmw8auto

კომპანია BMW–მ 8 series ოჯახის ახალი მოდელის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. სიახლის პრემიერა ივნისის ბოლოს მწარმოებლის საგამოფენო დარბაზში BMW Welt–ში შედგება და ბაზარზე ავტომობილი სექტემბრისთვის გამოვა.

მერვე სერიის BMW წინა მოდელებისგან მასიური საბურავებით გამოირჩევა. ძარის ზრდამ სალონში ადგილიც გაზარდა და საბარგულიც ბევრად უფრო მოცულობითი გახადა. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ რამდენ მგზავრზე იქნება გათვლილი მოდელი, თუმცა გამორიცხული არ არის რომ არჩევანი ორ განცალკევებულ სავარძელს ან სამადგილიან სავარძელს შორის იყოს.

ვიზუალურად თუ ტექნიკურად BMW 8 Series კაბრიოლეტის კუპეს ანალოგი იქნება. ავტომობილი 4,4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავს მიიღებს და მას 530 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. აგრეგატი 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g