კომპანია Chevrolet-მა მერვე თაობის Corvette-ის გამოჩენა გადაწყვიტა და გაავრცელა ვიდეო თიზერი, რომელშიც სპორტული მოდელის სატესტო ნიმუშია ასახული.
მწარმოებელმა სუპერქარის გამოსაცდელად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრასა ნიურბურგრინგი შეარჩია და ვიდეოში სწორედ ეს მსვლელობაა გადაღებული. თიზერი მხოლოდ რამდენიმე წამიანია და როგორც ავტოექსპერტები ვარაუდობენ, ავტომობილი ახალი რეკორდის დამყარებას აუცილებლად ცდის.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საუკეთესო დრო Chevrolet Corvette C7 Z06-ს აქვს დაფიქსირებული, მოდელმა 2017 წელს სრული წრის შემოვლას 7 წუთი და 13 წამი მოანდომა.
მერვე თაობის Corvette-ს პრემიერა კი სულ მალე, ივლისის თვეში შედგება.
