კომპანია Telsa-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ავტომობილის აწყობის პროცესია ასახული. დაჩქარებულ კადრში Model 3-ის შექმნას სულ რაღაც 48 წამი დასჭირდა.
ვიდეო კალიფორნიის შტატში, ფრიმონტის ქარხანაშია გადაღებული. დღესდღეობით დაწესებულება კვირაში 5-7 ათასამდე სუპერქარს უშვებს, ეს მაშინ როცა ავტომობილის ბაზარზე გატანა გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, 2017 წელს კომპანიამ მხოლოდ 260 ავტომობილი ააწყო, როცა ათასამდე მოდელის გამოშვება ჰქონდა დაანონსებული. შემდეგ „ტესლას“ ტექნიკურ პრობლემებთან მოუწია გამკლავება და წარმოებაზე ამანაც იმოქმედა.
როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წელს მათ 245 240 ავტომობილი გაყიდეს და აქედან Model 3-ის რაოდენობა 145,8 ათასი იყო.