კომპანია Ford-მა ვიდეო აჩვენა, სადაც ახალი პიკაპის, Ranger-ის ცდებია ასახული. ავტომობილი სხვადასხვა საგზო და კლიმატურ პირობებში გამოსცადეს.
რგოლში, რომელიც YouTube-ზე, მწარმოებლის არხზეა განთავსებული, ჩანს რომ ზოგჯერ, ჩვეულებრივი მძღოლისთვის რთული რელიეფის გამო, სატესტო პროტოტიპს კომპიუტერი მართავს.
პოლიგონებსა და ვიბროსტენდებზე, მიჩიგანის შტატში, Ford საკიდარის მუშაობის შემოწმებას მოძრაობისას ახდენს, ასევე ამოწმებს ავტომობილის ძარისა და კვანძების დამაგრებას. ავსტრალიის უდაბნოში მოწმდება საბუქსირე შესაძლებლობები და მოდელის ყველგანამავავლის ფუნქციები.
Ford Ranger-ის ახალი თაობის პრეზენტაცია დეტროიტის ავტოსალონზე გასულ ზამთარს შედგა. მოდელი 2,3 ლიტრის მოცულობის ბენზინის ტურბო ძრავით არის დაკომპლექტებული, რომლის მახასიათებლებიც არ ხმაურდება. გარდა ამისა, პიკაპი აღჭურვილია 10 დიაპაზონიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრული ამძრავის ჩართვის სისტემით.