LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორი იქნება რბოლა რომელშიც ავტომობილები მძღოლების გარეშე გამოვლენ

121
roboracee

სარბოლო სერიის Roborace-ს ორგანიზატორებმა აჩვენეს, თუ როგორი იქნება ელექტრონული ბოლიდები, რომლებიც უპილოტო ავტომობილების პირველ ჩემპიონატზე გამოვლენ. სეზონი გაზაფხულზე დაიწყება და ავტომობილები ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და შტატების ტრასაზე გამოჩნდებიან.

სარბოლო ავტომობილებს სახელად DevBot ეწოდებათ და რბოლა უქმეებზე რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ყველა მონაწილეს მსგავსი ტენქიკური შესაძლებლობების ავტომობილები ეყოლება, თუმცა მათ უფლებას მისცემენ რომ პროგრამული ნაწილი შეცვალონ და ტრასაზე ქცევის ინდივიდუალური ალგორითმი შექმნან.

როგორც ვარაუდობენ, ელექტროქარები 1300 ცხენის ძალას მიიღებენ და პირველი „ასეულის“ ასაკრეფად მხოლოდ 3 წამი დასჭირდებათ.

Roborace-ის რბოლის წესების მიხედვით, შეჯიბრის პირველ ნაწილს მრბოლელები გაუძღვებიან, მეორეს კი ავტოპილოტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g