საავტომობილო გვირაბი თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებობს და დღის განმავლობაში ათასობით ავტომობილსაც ემსახურება. გადატვირთულობის გამო გვირაბი მუდმივად ბინძურდება და რეგულარულ დასუფთავებას საჭიროებს. ამისთვის კი სპეციალურ ტექნიკას იყენებენ.
დასუფთავების სისტემის უკეთ საჩვენებლად სპეციალისტებმა დენვერში ვიდეორგოლი გადაიღეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ გვირაბს სპეციალური გიგანტური სატვირთოები რეცხავენ. ისინი მდუღარე წყლითა და უზარმაზარი ჩოთქებით არიან უზრუნველყოფილი.
ტექნოლოგია ეკოლოგიურად სუფთაა და გარემოს არ აბინძურებს.