კომპანია Aston Martin-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია ახალი DB5 Continuation და მისი მრავალფეროვანი აღჭურვილობა. სიახლე ბაზარზე 25 ეგზემპლარად გამოვა და მთელ რიგ ჯაშუშურ გაჯეტებს მიიღებს. ეს ავტომობილები 1964 წელს გადაღებული “აგენტი 007”-ის სცენებში გამოყენებული მოდელის ანალოგიური იქნება.
თითოეული DB5 ვერცხლისფერ შეფერილობას მიიღებს და საკოლექციო მოდელების სიაში ჩაეწერება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯაშუშური ავტომობილით საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება აკრძალული იქნება.