LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება Lamborghini–ს ახალი მოდელი

171
newlambrgnnews

Lamborghini–ს ახალი სუპერქარის გამოსახულება ბრენდმა ერთგული კლიენტებისთვის შექმნილ სპეციალურ აპლიკაციაში გაავრცელა. Huracan Evo RWD Spyder–ის მეოთხე თაობის მოდელის პრემიერა ონლაინ, 7 მაისს შედგება.

მწარმოებელი ახალი სპორტქარის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდოებენ, სიახლე კუპე Huracan Evo RWD–ს ტექნიკურ შიგთავსს ისესხებს და მისგან მხოლოდ აეროდინამიკით იქნება განსხვავებული.

სუპერქარი 5,2 ლიტრის ატმოსფერულ V10 ძრავს მიიღებს, თუმცა აგრეგატის სიმძლავრეს 610–დან 640 ცხენის ძალამდე გაზრდიან. შვიდ–საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი უცვლელი დარჩება.

სავარაუდოდ, ახალი ვერსია ღია სახურავით იქნება წარმოდგენილი, რაც მას 30–40 კილოგრამით უფრო მსუბუქს გახდის და სისწრაფეზე გავლენასაც მოახდენს. დანარჩენ დეტალებს იტალიური ბრენდი პრეზენტაციაზე გაამხელს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს, Lamborghini–ს ოფიციალურ საიტზე შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g