კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი კონცეპტის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. საუბარია ელექტრომობილ EQ-ზე, რომლის პრემიერაც 10 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, მოდელი MEA-ს პლატფორმაზეა აგებული. არაოფიციალური ინფორმაციით, მას რამდენიმე ელქტროძრავი ექნება და მათი საერთო ძალა 400 ცხენის ძალას მიაღწევს. ელექტრომობილის სვლის მარაგი 600 კილომეტრია და ამ მაჩვენებლით ის კონკურენციას Tesla Model S-ს და წინამორბედ Porsche Taycan-ს გაუწევს.
გარდა სიადუმლო შოუ-ქარისა, Mercedes-Benz ფრანკფურტის ავტოსალონზე კროსოვერი GLB-ის კომპაქტურ ვერსიასაც ჩაიტანს. 306 ძალის ძრავის მქონე ავტომობილს 0-დან 100 კმ-ს განვითარება 5,2 წამში შეუძლია, მაშინ როცა ჰეტჩბეკ A35-ს იგივე მანძილის დასაფარად – 4,7 წამი სჭირდება.